საჯარო მმართველობის პრინციპები სტანდარტების დეტალურ ჩარჩო დოკუმენტს წარმოადგენს იმ ღირებულებებითა და ქცევის წესებით, რომელთა მოლოდინიც, შესაძლოა, ჰქონდეს ფართო საზოგადოებასა და კერძო სექტორს თანამედროვე საჯარო მმართველობისგან. მათი შემუშავების მიზანია მიმართულება მისცეს ევროკავშირის (EU) გაფართოების კანდიდატი და სამეზობლო პარტნიორი ქვეყნების მმართველობებს, როგორც რეფორმების განხორციელების, ისე საჯარო მმართველობაში არსებული ხარვეზების გამოსწორებისა და გაწევრიანებისთვის „ფუნდამენტურად მნიშვნელოვან ერთ ერთ საკითხზე“ ევროკავშირის მიერ დაწესებული მოთხოვნების შესრულების პროცესში.